სალვადორ დალი დაიბადა 1904 წლის ესპანეთში, კერძოდ კატალონიურ ქალაქ ფიგერასში, ნოტარიუსის ოჯახში. სახვითი ხელოვნების შესწავლა დაიწყო მუნიციპალურ სამხატვრო სკოლაში. მადრიდში დალი საკუთარ ნახატებში კუბიზმისა და დადაიზმის შერწყმას ცდილობს. 1926 წელს სალვადორს აკადემიიდან რიცხავენ ქედმაღლობისა და პედაგოგებისადმი დაუდევრობის ბრალდებით. იმავე წელს დალი პირველად მიემგზავრება პარიზში, სადაც პაბლო პიკასოს ეცნობა. საკუთარი სტილის ძიებაში დალი 1920–იანი წლების ბოლოს პიკასოსა და ხუან მიროს შემოქმედების ზეგავლენით ქმნის საკუთარ ნამუშევრებს.სალვადორ დალი გარდაიცვალა 1989 წლის 23 იანვარს. იგი ფიგერასში, საკუთარი სახლის ეზოშია დასაფლავებული.
ივ ტანგი
1918 წელს ივ ტანგი შეუერთდა სავაჭრო ფლოტს მანამ, სანამ მას გაიწვევდნენ ჯარში, სადაც იგი მხარდაჭერას უცხადებდა ჟაკ პრევერს. მისი საჯარო მოღვაწეობის ბოლოს, 1922 წელს ივი დაბრუნდა პარიზში, სადაც იგი მუშაობდა შემთხვევით შემხვედრ სამუშაოებზე. სრულიად შემთხვევით ის გადაეყარა ჯორჯო დე კირიკოს ნამუშევარს და ისე იყო შთაბეჭდილებული, რომ მან გადაწყვიტა გამხდარიყო მხატვარი, მიუხედავად მისი არასათანადო განათლებისა.
ტანგის სურათები ფლობენ უნიკალურ, ადვილად ამოსაცნობ სტილს, არწარდგენილი სიურეალიზმისა. დიდად შეზღუდული ფერების პალიტრაში მხოლოდ ხანდახან ფეთქდება კონტრასტული ფერადი მხარეები.ტანგის ჰქონდა ჩვეულება, სრულიად ყოფილიყო ჩაფლული მხატვრობის ტალღაში, რომელზედაც ის მოქმედებდა.
მან რეი
1999 წელს ჟურნალმა "არტნიუსმა" მეოცე საუკუნის 25 ყველაზე ცნობილ მხატვართა შორის დაასახელა.
No comments:
Post a Comment