ვინსენტ უილიამ ვან გოგი, გენიალური მხატვარი, რომელმაც თავისი თითქმის ყველა შედევრი სიცოცხლის ბოლო წლებში შექმნა, 1853 წლის 30 მარტს ბრედას მახლობლად, სოფელ გროტ-ზიუნდერტში დაიბადა, რომელიც სამხრეთ ნიდერლანდებში მდებარეობს. ვან გოგი იყო ანა კორნელია კარბენტუსისა და თეოდორუს ვან გოგის ვაჟი. თეოდორუსი იყო რეფორმირებული ჰოლანდიური ეკლესიის მმართველი. პატარა ვან გოგს ბაბუის სახელი დაარქვეს.1860 წელს მან დაამთავრა სოფელ სანდერის სკოლა, სადაც დაახლოებით 200 ბავშვი სწავლობდა. მას მხოლოდ კათოლიკე მასწავლებლები ჰყავდა. 1861 წლიდან ვან გოგი და მისი და ანა სახლში სწავლობდნენ, სანამ 1864 წლის 1 ოქტომბერს ვან გოგი დაწყებით სასწავლებელში არ გაემგზავრა, რომელიც ნიდერლანდებიდან 20 მილის დაშორებით მდებარეობდა. 1866 წლის 15 სექტემბერს ის გადავიდა თილბურგში, უილიამ II -ის სახელობის საშუალო სკოლაში.
“მთესველი” (1888 წელი / კროლერ-მიულერის მუზეუმი)
1868 წლის მარტში ვან გოგმა მოულოდნელად დატოვა სკოლა და სახლში დაბრუნდა. მისი კომენტარი თავის განვლილ წლებზე იყო: “ ჩემი სიყმაწვილე იყო პირქუში, ცივი და უნაყოფო. “
1873 წლის ივნისში ვან გოგი ლონდონში გაემგზავრა სამუშაოდ. ამ წლებში ის ძალიან ბედნიერი იყო: იგი წარმატებული იყო თავის საქმეში და 20 წლის ასაკში, მან იცოდა უფრო მეტი, ვიდრე მამამისმა. ცოტა ხნის შემდეგ ვან გოგს იმ სახლის მეპატრონის ქალიშვილი შეუყვარდა, სადაც ის ქირით ცხოვრობდა, მაგრამ როდესაც ვან გოგი მას თავის გრძნობებში გამოუტყდა, ქალიშვილმა ის უარით გაისტუმრა, რადგან იგი საიდუმლოდ იყო დანიშნული მათ წინა მდგმურზე. შეყვარებული ვან გოგი, სატრფოს უარმა დეპრესიაში ჩააგდო, რის გამოც მას გული აუცრუვდა სამუშაოზე. იგი დროის უმეტეს ნაწილს იზოლირებულად ატარებდა და ასევე დიდ დროს უთმობდა რელიგიას. მამამ და ბიძამ იგი პარიზში გაგზავნეს, სადაც ვინსენტი ძალინ ბევრს ერთობოდა. შემდეგ მან მუშაობა დაიწყო გემზე, მტვირთავად. 1876 წლის 1 აპრილს კი იგი სიამოვნებით დათანხმდა სამსახურიდან მისი დათხოვნის ბრძანებას.
“ძველი წისქვილი” (1888 წელი / ოლბრაიტ ნოქსის მხატვრული გალერეა)
მისმა რელიგიურმა განცდებმა მას ხატვა დააწყებინა, რაც საბოლოოდ მისი მოწოდება და დანიშნულება აღმოჩნდა. იგი ინგლისში დაბრუნდა და მუდმივად ეხმარებოდა გაჭირვებულებს, მაგრამ ცოტა ხანში ადგილმდებარეობის შეცვლა გადაწყვიტა.
შობას ის დაბრუნდა სახლში. მან მუშაობა წიგნების მაღაზიაში დაიწყო, თუმცა იგი უკმაყოფილო იყო თავისი სამსახურით, სწორედ ამიტომ დროის უმეტეს ნაწილს მაღაზიის უკანა ნაწილში ატარებდა იზოლირებულად, სადაც ან ბიბლიას თარგმნიდა, ან ოცნებებში დაფრინავდა. ის ცდილობდა მამის მსგავსად მღვდელი გამხდარიყო. 1877 წლის მაისში ოჯახმა ის ამსტერდამში გააგზავნა, სადაც ვინსენტი კონტადმირალ ბიძია ჟანთან ცხოვრობდა. ვან გოგი ღვთისმეტყველების გამოცდისთვის ემზადებოდა, რადგან მას უნივერსიტეტში უნდოდა ჩაბარება, მაგრამ მისი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. 1878 წლის ივლისში მან დატოვა ბიძამისის სახლი. იგი სამი თვის განმავლობაში სწავლობდა ბრიუსელთან ახლოს, ლეიკენში, პროტესტანტების სკოლაში.
“ვარსკვლავური ღამე რონის თავზე” (1888 წელი / ორსეის მუზეუმი – პარიზი)
“მზესუმზირები” (1888 წლის აგვისტო / ახალი პინაოთეკა – მიუნხენი)
იგი 27 წლის იყო, როცა გადაწყვიტა ხატვა შეესწავლა. ესწრებოდა ლექციებს ბრიუსელსა და ანტვერპენის სამხატვრო აკადემიებში.1881-1885 წლებში ვან გოგი გატაცებით ხატავდა ბორინაჟის მაღაროელებს, გლეხებს, ხელოსნებს, მეთევზეებს. 30 წლის ასაკში გაიტაცა ფერწერამ. უბრალო ადამიანებისადმი ღრმა თანაგრძნობით გამსჭვალულ, მუქ, პირქუშ ტონებში შესრულებულ სურათებსა და ეტიუდების სერიაში ვინსენტი ავითარებდა XIX საუკუნის კრიტიკული რეალიზმისა და განსაკუთრებით ჟ.ფ. მილეს შემოქმედებით ტრადიციებს.
“ვარსკვლავური ღამე” ( 1889 წლის ივნისი / თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი – ნიუ იორკი)
ვან გოგის ბოლო 2 წლის ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია ფერთა შეხამების, რიტმისა და ფაქტურის უკიდერესად გამძაფრებული ექსპრესია, განწყობილებათა მკვეთრი ცვალებადობა. სასოწარკვეთილების და აღგზნებულ ფიზიონერულ იმპულსებს ენაცვლება ნატურის მშვიდი და მთრთოლვარე შეგრძნება.
სიცოცხლისა და ადამიანებისადმი სიყვარულით გამსჭვალულ ვან გოგის შემოქმედებაში ნათლად აისახა ევროპული კულტურის რთული და გარდამავალი პერიოდი სულიერ ფასეულობათა მტკივნეულმა ძიებამ და ტრაგიკულმა პათოსმა, რაც განსაცვიფრებელი სიწრფელით გამოვლინდა მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედებაში, განსაზღვრავან გოგის ადგილი პოსტიმპრესიონიზმის ხელოვნებაში, რომლის ერთ-ერთი ფუძემდებელიც თვითონ იყო.
1890 წლის 21 ივლისს, ვან გოგი ქალაქგარეთ გავიდა, სადაც თვის მოკვლა სცადა, იგი მძიმედ დაჭრილი გადაიყვანეს საფრანგეთში, ოვერ-სიურ-უაზის საავადმყოფოში, სადაც ერთი კვირის შემდეგ, 29 ივლისს გარდაიცვალა.
“წითელი ვენახები არლში” (1888 წლის ნოემბერი / პუშკინის მუზეუმი – მოსკოვი)
ძალიან კარგია რომ ხელოვნებისთვისაც ქმნიან ბლოგებს რადგან ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ რაც ადამიანმა უნდა შეისწავლოს.
ReplyDelete