ხელოვნების ისტორიაში ერთ–ერთმა ყველაზე ნაყოფიერმა ერამ–რენესანსმა უამრავი გენიოსი შვა.იტალია ევროპის კულტურულ ლიდერად იქცა,კლასიციზმი და ნატურალიზმი კი–ხელოვნების წამყვან მიმდინარეობებად.
რენესანსი (აღორძინება) ეწოდება დიდი კულტურული ცვლილების პერიოდს,რომელიც XV-XVI საუკუნეების იტალიასა და ევროპის უდიდეს ნაწილში დაფუძნდა.რენესანსმა ადამიანის ღირებულებების გადაფასება მოახდინა–გაღრმავდა რწმენა ადამინის პოტენციალის შესახებ.ხელოვნებმა და ხელოვანებმა ახალი ადგილი დაიკავეს.
ბოტიჩელის "ვენერას დაბადება" რენესანსის ეპოქის ერთ–ერთ ყველაზე გრაციოზულ და პოეტურ ქმნილებას წარმოადგენს.იგი XV საუკუნის ფლორენციის ინტელექტუალურ გარემოს ასახავს.
რაფაელის "მშვენიერი მებაღე" 1507 წელს შეიქმნა.ამ ნახატში ნათლად ჩანს ლეონარდოს გავლენა.თავისი დამოკიდებულებით,ჟესტიკულაციითა და მზერის მიმართულებით ეს ფიგურები მტკიცე სამკუთხა კომპოზიციას ქმნის.სიმარტივისა და სიმშვიდის ხედვა რაფაელის მხატვრობის ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია.
ტიციანი კლასიკური მითოლოგიის თემას განსაკუთრებით გამოხატავს.თუმცა მისი "ვენერა ურბინელი" (1538) მითიური არსება სულაცარ არის.იგი გრძნობით აღსავსე,მოსიყვარულე ქალია.უკანა პლანზე ორი მოახლე ჩანს.ერთ–ერთი მათგანი გულმოდგინედ ჩხრელს სკივრს.
No comments:
Post a Comment