Monday, June 20, 2011

სიურეალისტები

სალვადორ დალი




სალვადორ დალი დაიბადა 1904 წლის ესპანეთში, კერძოდ კატალონიურ ქალაქ ფიგერასში, ნოტარიუსის ოჯახში. სახვითი ხელოვნების შესწავლა დაიწყო მუნიციპალურ სამხატვრო სკოლაში. მადრიდში დალი საკუთარ ნახატებში კუბიზმისა და დადაიზმის შერწყმას ცდილობს. 1926 წელს სალვადორს აკადემიიდან რიცხავენ ქედმაღლობისა და პედაგოგებისადმი დაუდევრობის ბრალდებით. იმავე წელს დალი პირველად მიემგზავრება არიზში, სადაც პაბლო პიკასოს ეცნობა. საკუთარი სტილის ძიებაში დალი 1920–იანი წლების ბოლოს იკასოსა და უან მიროს შემოქმედების ზეგავლენით ქმნის საკუთარ ნამუშევრებს.სალვადორ დალი გარდაიცვალა 1989 წლის 23 იანვარს. იგი ფიგერასში, საკუთარი სახლის ეზოშია დასაფლავებული.


ივ ტანგი



1918 წელს ივ ტანგი შეუერთდა სავაჭრო ფლოტს მანამ, სანამ მას გაიწვევდნენ ჯარში, სადაც იგი მხარდაჭერას უცხადებდა ჟაკ პრევერს. მისი საჯარო მოღვაწეობის ბოლოს, 1922 წელს ივი დაბრუნდა პარიზში, სადაც იგი მუშაობდა შემთხვევით შემხვედრ სამუშაოებზე. სრულიად შემთხვევით ის გადაეყარა ჯორჯო დე კირიკოს ნამუშევარს და ისე იყო შთაბეჭდილებული, რომ მან გადაწყვიტა გამხდარიყო მხატვარი, მიუხედავად მისი არასათანადო განათლებისა.
ტანგის სურათები ფლობენ უნიკალურ, ადვილად ამოსაცნობ სტილს, არწარდგენილი სიურეალიზმისა. დიდად შეზღუდული ფერების პალიტრაში მხოლოდ ხანდახან ფეთქდება კონტრასტული ფერადი მხარეები.
ტანგის ჰქონდა ჩვეულება, სრულიად ყოფილიყო ჩაფლული მხატვრობის ტალღაში, რომელზედაც ის მოქმედებდა.

მან რეი

1915 წელს მან რეის პირველი სოლო გამოფენა მოეწყო. 1913 წელს მან რეი შეხვდა მის პირველ ცოლს, ადონ ლაკროიქსს. მათ იქორწინეს 1914 წელს და 1937 წელს განქორწინდნენ.მნიშვნელოვანი წვლილი აქვს დადაიზმისა და სიურეალიზმის მიმდინარეობებში. ხელოვნების სამყაროში ყველაზე უკეთ ცნობილია მისი ავანგარდული ფოტოსურათებით, თუმცა საკუთარ თავს პირველ რიგში მხატვარს უწოდებდა.
1999 წელს ჟურნალმა "არტნიუსმა" მეოცე საუკუნის 25 ყველაზე ცნობილ მხატვართა შორის დაასახელა.

სიურეალიზმი

სიურეალიზმი....ეს მიმდინარეობა ჩამოყალიბდა XX საუკუნის შუა წლებში, მისი ჩამოყალიბება უკავშირდება ჩამოყალიბება უკავშირდება საფრანგეთში, ანდრე ბრეტონის მიერ 1924 წელს სიურრეალისტური მანიფესტის გამოქვეყნებას.
სიტყვა "სიურეალიზმი", ფრანგული წამოშობისაა და მისი ქართული თარგმანი ასეთია "ზერეალობა". ეს არის მიმდინარეობა ხელოვნებისა რომელიც XX საუკუნის უა წლებში ჩამოყალიბა. ოფიციალურად , ამ მიმდინარეობის ჩამოყალიბება , უკავშირდება ფრანგი მწერლის ანდრე ბრეტონის სახელს, რომელმაც საფრანგეთში, 1924 წელს სიურრეალისტური მანიფესტის გამოქვეყნება. იგი თავის მანიფესტში წერს: " სიურეაიზმი ვერბალურად, წერით თუ ნებისმიერი სხვა სახით გამოხატავს ფიქრის რეალურ ფუნქციონირებას".
სიურეალისტების მიზანი იყო ჭეშმარიტი ცხოვრების გამოხატვა, რომელიც არც რეალობაშია და არც იდეალობაშია, იგი არაცნობიერში მდებარეობს. ამიტომაც, მათ შემოქმედებაში სწორედ ეს არაცნობერია წინ წამოწეული . ამისათვის კი მოხსნილია გონების, ლოგიკისა თუ მორალის მხრივ ყოველგვარი კონტროლი. სიურელიზმი, ესაა შემოქმედის უკონტროლო სულიერი მდგომარეობის გამოხატვა და გადმოცემა ნახატის ან ჩანაწერის სახით. ხელოვნების ამ მიმდინარეობის მიმდევრები, თავისი ემოციებისა და სულიერი მდგომარეობის გადმოსაცემად ხშირად მიმართავენ სიზმრებს, მითიურ ელემენტებს, შეშლილობას, იუმორსა და ირონიას, რაც არაცნობიერის შეცნობაში ეხმარება ადამიანს. 
სიურეალიზმისთვის ხელოვნება თავისთავადი მიზანი არაა, ის არის ადამიანის გათავისუფლების საშუალება. იგი უარყოფს ტრადიციულ ხელოვნებას, ყოველივე ჩვეულებრივს, არსებულს. 
სიურრეალიზმის უშუალო წინამორბედად ითვლება დადაიზმი, რომელმაც პირველმა გაუღო კარი არაცნობიერს ხელოვნებაში. თავიდან ბრეტონი და მომავალი სიურრეალისტები (არაგონი, სუპო) დადაისტებთან ერთად მოღვაწეობენ, მაგრამ 1922 წელს მათ შორის განხეთქილება ხდება. სიურრეალისტები, მართალია, ეთანხმებიან დადაისტების პროვოკატორულ დამოკიდებულებას, მაგრამ მათგან განსხვავებით, პროვოკაციას აძლევენ კონკრეტულ მიზანს, რაც სამყაროს შეცვლაში მდგომარეობს. მათი აზრით მართალია შემოქმედება მოდის არა რეალობიდან არამედ ქვეცნობიერიდან და არის სრულიად თავისუფალი, მაგრამ შემოქმედს აკისრია მორალური პასუხისმგებლობა, ამიტომ მან აუცილებლად უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია. მარტალია სიურეალიზმის წინამორბედი დადაიზმია, თუმცა ეს ორი მიმდინარეობა ერთმანეთისგან დიდად განსხვავდება. სიურეალიზმი მიიჩნევა ხელოვნების ერთ-ერთ დარგად, დადაიზმს კი ანტი-ხელოვნებასაც უწოდებენ.
როგორც ვნახეთ, სიურრეალისტური მიმდინარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ვიზუალურ ხელოვნებაში. ისევე როგორც ლიტერატურაში, აქაც სიურრეალიზმი იკვლევს ქვეცნობიერს და მიზნად ისახავს სურვილისა და ოცნების გათავისუფლებას ყოველგვარი ჩარჩოებისგან. 
მხატვრობაში სურეალიზმის ყველაზე ცნობილი მიმდევრები იყვნენ:
ივ ტანგი, მან რეი, ჟოან მირო , სალვადორ დალი და .. 
მთავარი მახასიათებელი სიურეალისტი მხატვრების შემოქმედებისა, ისაა რომ მათი ნახატების ცალკეული ელემენტების შერწყმა სიზმრისეულ სურათებს წარმოადგენს
.

იმპრესიონისტები

კლოდ მონე

მონე დაიბადა 1840 წლის  პარიზში და ის ოსკარის სახელით მოუნათლავთ. 1846 წელს მამამისი მთელ ოჯახთან ერთად გადავიდა ჰავრში.
ოსკარი ბავშვობიდანვე კარგად ხატავდა, 17 წლის ასაკში მის კარიკატურებს ეჟენ ბუდენი თავის საკანცელარიო ნაწარმთა სავაჭრო ჯიხურში ფენდა. ბუდენმა მაშინვე შეიცნო მომავალი დიდი მხატვარი. მან მონეს შეაგრძნობიდა პლენერის მთელი სიდიადე. ბუდემნა ოსკარს გააცნო გუსტავ კუბრე, იოკინდი, დობინი, რომელთა რეალისტურმა შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა მასზე. ბუდენმა დაარწმუნა მონე, რომ ფერწერა მისი ჭეშმარიტი მოწოდება იყო. მონეც დარწუმნა ამასში, თუმცა თავიდან მის სურვილს ეწინააღმდეგებოდნენ მშობლელი. ბოლოს მონემ დაჯინებული თხოვნით დაითანხმა მშობლელი და მათ ის ცოტახნით პარიზში, მხატვრულ სამყაროსთან გასაცნობად, გაუშვეს. მაგრამ პარიზმა ის დიდი ხნით დაიტოვა. პირობის დარღვევის გამო მამამისმა შუწყვიტა ფინანსური დახმარება და მონე იძულებული გახდა მამიდის მიერ შემოთავაზებულ მწირე დახმარებას დასჯერებოდა. ახალი დამოუკიდებელი ცხოვრების აღსანიშნად, მონემ ნათლობის სახელი, ოსკარი უარყო და კლოდი დაირქვა.

პოლ სეზანი
პოლ სეზანი ფრანგი მხატვარი, რომელმაც იმპრესიონიზმიდან კუბიზმში გადასვლის დამაკავშირებელი ხიდის როლი შეასრულა. ითვლება რა თანამედროვე სახვითი ხელოვნების მამად, პოლ სეზანის ნამუშევრები გეომეტრიული კომპოზიციისა და ბალანსისკენ მისწრაფებას აღწერს. სეზანი მის ტილოებზე სამ-განზომილებიან გამოსახულებებს ფერთა გამისა და გეომეტრიული შტრიხების შერწყმით ქმნიდა.


ედგარ დეგა


ედგარ დეგა ცნობილი ფრანგი მხატვარი და სკულპტურისტი.დეგა დაიბადა ბანკირის ოჯახში, ის იზრდებოდა ისეთ გარემოში, სადაც ხელოვნებას დიდად აფასებდნენ. ლიცეუმი რომ დაამთავრა ჩაირიცხა „ნატიფი ხელოვნების სკოლაში“. ამასთან ლუი-ლამოტის სახელოსნოში მუშაობს, რომელიც ენგრის ერთერთი საუკეთესო მოწაფე იყო. დეგა იტალიის ხშირი სტუმარი იყო, რაც ენგრის გავლენას მოწმობს, ამასთან ნეაპოლში ცხოვრობდა დეგას ბევრი ნათესავი. 1857—1858 წლებში მან იტალიის XV—XVI საუკუნის სურათების ასლები გადმოიღო. მისი კუმირები გახდნენ მანტენია და ვერონეზე.


პიერ ოგიუსტ რენუარი
 ფრანგი მხატვარი და მოქანდაკე, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის იმპრესიონისტულისტილის განვითარებაში. 60-წლიანი აქტიური მოღვაწეობის მანძილზე რენუარმა დაახლოებით 6 000 ტილო შექმნა, რომელთაგან საუკეთესო სურათები ამჟამად მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტად არის შეფასებული.


ალფრედ სისლეი




ალფრედ სისლეი პარიზში, მდიდარი კონმერსანტის ოჯახში დაიბადა. მისი მშობლელი წარმოშობით ინგლისელები იყვნენ. მშობლებს სურდათ რომ ალფრედი ინგლისურ ენას სრულყოფილად დაუფლებოდა და მამამისის საქმიანობა შეესწავლა. 1870 წელს მან დახატა სურათი „სენ-მარტენის არხი პარიზში“ ეს წინა იმპრესიონისტული ნახატია, რომელიც გამოირჩევა თავისი ფერებით. ფერების ჰარმონია ბუნებრივი და წმინდაა.

იმპრესიონიზმი

          მხატვრული მიმდინარეობა, რომელიც XIX ს-ის II ნახევარში წარმოიშვა ფრანგულ ფერწერაში, შემდგომ კი გამოვლინდა ხელოვნების სხვა სახეებშიც. მისთვის დამახასიათებელია სამყაროს აღქმასთან დაკავშირებული ხელოვანის წუთიერი შაბეჭდილებების, სულიერი განწყობილების გადმოცემა. იმპრესიონიზმი 1879 წელს აღმოცენდა, როდესაც ნადარის ფსევდონიმით ცნობილი მხატვარ-ფოტოგრაფის სალონში გამოფენილი ექსპონატებიდან დამთვალიერებელთა თვალთახედვის ობიექტად იქცა კლოდ მონეს პატარა ზომის ნამუშევარი სახელწოდებით "მზის ამოსვლა. შთაბეჭდილება". სენსაციებზე მონადირე ჟურნალისტმა, ლერუამ, თავის სტატიაში მონე და მისი თანამოაზრენი "შთაბეჭდილების მხატვრებად" მონათლა. ესენი იყვნენ: ედუარდ მანე, კლოდ მონე, ოგიუსტ რენუარი, ედგარ დეგა. სრულიად ახალი თემების გახსნისა და სინამდვილის მხატვრული გააზრების ახალი პრინციპების საფუძველზე, მათ დაინახეს ასახული ცხოვრების ის მხარეები, რომლებიც მანამდე საერთოდ შეუმჩნეველი იყო ხელოვნებისათვის. იმპრესიონისტებმა ახალი სილამაზე და პოეზია აღმოაჩინეს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ბუნებისა და ადამიანის ჰარმონიულ ერთიანობაში. მათ სურათებში გვხიბლავს არა მხოლოდ მზის სინათლით აციმციმებული მრავალფეროვნება, მოძრავი ბუნების ცვალებადობის ეფექტები, არამედ მათდამი ადამიანური დამოკიდებულება, მართლად და დამაჯერებლად ასახული ცხოვრებისეული მოტივები, ხალხმრავალი ქუჩები, მოედნები, სახალხო დღესასწაულები, ქალაქისა და სოფლის პეიზაჟები... ამასთან ერთად, იმპრესიონისტთა ნაწარმოებებში ასახულია არა მხოლოდ ობიექტური ცხოვრებისეული სინამდვილე, არამედ თვით მისი ამსახველიც - ადამიანი, შემოქმედი, მოაზროვნე, მათი ჟანრული კომპოზიციები, პეიზაჟები, პორტრეტები, ნატურმორტები თავისი შინაარსითა და ფორმით ისახავდნენ ყველაზე მთავარ და სასიცოცხლო მიზანს - სილამაზის, ბედნიერებისა და სიხარულის ესთეტიკურ განცდას. იმპრესიონისტთაგან ღირსეულად მიიღეს ესტაფეტა მხატვრებმა, რომელთაც პოსტიმპრესიონისტებს უწოდებენ და რომელთაც იმპრესიონიზმის მიღწევების საფუძველზე, შემდგომი ძიებების შედეგად, შეიმუშავეს ახალი ფერწერული სისტემა. პოსტიმპრესიონიზმის საერთო სახელწოდებით გაერთიანებულ მხატვართაგან თითოეულმა საკუთარი ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში. ეს სახელებია: პოლ სეზანი, პოლ გოგენი, ვინსენტ ვან გოგი, ანრი ტულუზ ლოტრეკი... მკაფიო გამოხატულება პოვა იმპრესიონიზმმა ლიტერატურაში, მუსიკაში. მუსიკალური იმპრესიონიზმისათვის დამახასიათებელია სამყაროს სუბიექტურ აღქმასთან დაკავშირებული წუთიერი შთაბეჭდილებების, ინდივიდის სულიერი განცდების ასახვა. მის წარმომადგენელთა (კლოდ დებიუსი, მორის რაველი, მანუელ დე ფალია) შემოქმედებაც ცხოვრების უშუალო აღქმით, ფერადოვანი პეიზაჟური სურათებით, მდიდარი ორკესტრობით გამოირჩევა.